საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შეხვედრა გაიმართა - GIU
16 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა ბექა ბურჭუაძე – სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა ადგილზე გაიარეს რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე. შეხვედრის ფარგლებში სპიკერმა სტუდენტებს გააცნო სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა.
უნივერსიტეტი #ჯიუ მადლობას უხდის სააგენტოს წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის.