- 5 სექტემბერი. გამოცდა სპეციალობაში (შერეული ფორმა – წერა და ზეპირი) – 05 სექტემბერი
- 6 სექტემბერი გამოცდა ინგლისურ ენაში ყველა სპეციალობისთვის 12:00 საათზე
საგამოცდო კომისია იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 577 321 716
- შიდა გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 07 სექტემბერი
- გასაჩივრების თარიღები – 09-11 სექტემბერი
- საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ როგორც ონლაინ ( info@giu.edu.ge ), ასევე ადგილზე მოტანა: სამღერეთის ქუჩა ნომერი 5.
- აუცილებელია ჩაბარებული გქონდეთ მინიმუმ 𝟑 კომპონენტი სამაგისტრო გამოცდაზე.
- სპეციალობის გამოცდის ნიმუშები (შიდა გამოცდის და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი) შეგიძლიათ იხილოთ თქვენთვის შესაბამისი პროგრამის გვერდზე: https://giu.edu.ge/masters-programs/
- წლიური სასწავლო გადასახადის გაყოფა შეგიძლიათ 𝟒 ნაწილად.
გაცნობებთ, სამაგისტრო პროგრამებზე ჯიუ-ს მომავალი მაგისტრანტებისთვის პირველ სასწავლო წელს მოქმედებს შიდა გრანტი და პროგრამების ღირებულებაა:
სოციალური ფსიქოლოგია (𝟐𝟐𝟎𝟎 ლარი)
სისხლის სამართალი (𝟐𝟎𝟎𝟎 ლარი)
კერძო სამართალი (𝟐𝟎𝟎𝟎 ლარი)
მასობრივი კომუნიკაცია (𝟐𝟎𝟎𝟎 ლარი)
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი (𝟐𝟎𝟎𝟎 ლარი)
ხოლო მეორე სასწავლო წლიდან პროგრამების ღირებულებაა:
სოციალური ფსიქოლოგია (𝟐𝟓𝟎𝟎 ლარი)
სისხლის სამართალი (𝟐𝟐𝟓𝟎 ლარი)
კერძო სამართალი (𝟐𝟐𝟓𝟎 ლარი)
მასობრივი კომუნიკაცია (𝟐𝟐𝟓𝟎 ლარი)
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი (𝟐𝟐𝟓𝟎 ლარი)
სწავლის გადასახადის შეტანა შესაძლებელია 𝟒 ნაწილად სასწავლო წლის განმავლობაში.
მაგისტრანტობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
– განცხადება რექტორის სახელზე (ნიმუში)
– ფერადი ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
– ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
– ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი;
– უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დარეგისტრირდით და მიიღეთ ინფორმაცია ჯიუს წარმომადგენლისგან: https://forms.gle/dsQ92u1qKV6gG4589