დოლიძე თათია

დოლიძე თათია

სამართლის დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლის სკოლის დეკანი და ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო აუდიტორული და იურიდიული კომპანია Business Consulting Centre-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თ. დოლიძე 2007 წლიდან ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას და სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში, მათ შორის საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, შემოსავლების სამსახურში,

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ცოდნის ფონდში, თავისუფალ უნივერსიტეტში, შპს ზოდი პლიუსში და სხვ. 2016 წლიდან აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას არაერთ უნივერსიტეტში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტში, ქუთაისის უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალ აკადემიაში.

სხვადასხვა დროს იკავებდა სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციას ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში. აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, არის სამეცნიერო ჟურნალი სამართალი და მსოფლიოს სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამართლის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. თ. დოლიძე არის თხუთმეტამდე სამეცნიერო სტატიის,

სამი სახელმძღვანელოს და 1 მონოგრაფიის ავტორი. აქვს გავლილი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები პენსილვანიის, იელისა და ნოტინგემის უნივერსიტეტში, არის American Society of Criminology-ის წევრი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.