გერგაული გიორგი

გერგაული გიორგი

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი

გიორგი გერგაულს აქვს სოციალური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2016), განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011), ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებსა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008) და ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012). გიორგი გერგაულს აქვს 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების სისტემაში. ამჟამად ის არის ასოცირებული პროფესორი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ – ჯიუ-ში და სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ამასთანავე, არის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ – ჯიუ-ში. ამასთანავე, ის ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილებას. 2011 წლიდან მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. მისი სამუშაოს ძირითადი ნაწილი მოიცავს სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ შერჩევა/შეფასებას, ფსიქოლოგიურ განათლებას და ტრენინგებს. გიორგი გერგაული ხელმძღვანელობს და ატარებს შემდეგ სალექციო კურსებს: სამხედრო ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის საფუძვლები და ფსიქოლოგიის ისტორია. ის არის 30-ზე მეტი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, 4 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, 1 სამეცნიერო მონოგრაფიის ხელმძღვანელი და 30-ზე მეტი ნაშრომის რეცენზენტი.

 

  • განათლება

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    2004-2008 სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი, ფსიქოლოგი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    2009-2011 განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი წარჩინებით, განათლების ფსიქოლოგი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი (2008-2010 წ.წ. – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი)

    2008-2012 სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, სამართალმცოდნე

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა

    2013-2016 სოციალური მეცნიერებების დოქტორი, ფსიქოლოგი

  • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი

    მოზარდთა ანტისოციალური ქცევის სოციალურფსიქოლოგიური ფაქტორები და მათი
    დაძლევის გზები

    სოციალური მეცნიერებების დოქტორი, ფსიქოლოგი

     

  • პროფესიული გამოცდილება

    • დაწესებულების დასახელება და დაკავებული თანამდებობა
    • გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების
    • ფაკულტეტის ფსიქოლოგიის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი,
    • მოწვეული ლექტორი
    • ევროპის უნივერსიტეტი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი
    • საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო, მენტორი
    • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
    • ევროპის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
    • ევროპის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
    • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი
    • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
    • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის
    • ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილების უფროსი
    • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, ფსიქოლოგიური შერჩევის და მონიტორინგის დეპარტამენტის
    • ანალიზის და კვლევების განყოფილების მთავარი სპეციალისტი / განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
    • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, J1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ჯარების მორალურ-
    • ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ოფიცერი