მათიაშვილი გიორგი

მათიაშვილი გიორგი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, რექტორი, დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გიორგი მათიაშვილი 1975 წლიდან ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემასა და განათლების სფეროში.იყო უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხა-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო

უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, პრორექტორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 1992-2004 წლებში, 12 წლის მანძილზე იყო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე. იგი მონაწილეობდა საქართველოს განათლების პირველი კანონის შექმნის პროცესში, მისინ უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის პირველი დებულება. იგი მონაწილეობდა უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის შემმუშავებელი კომისიის (ჰააგა), ლისაბონის კონვენციის მიღების დიპლომატიური კონფერენციის (ლისაბონი), კონფერენციის – ევროპის რეგიონის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების პერსპექტივები 21-ე საუკუნეში(პარიზი), მსოფლიო კონფერენციის „უმაღლესი განათლება 21-ე საუკუნეში“(პარიზი) მუშაობაში. ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას იუნესკოს ეგიდით გამართულ სამთავრობათშორისი კომიტეტების თათბირზე (პარიზი).
გიორგი მათიაშვილს გამოქვეყნებული აქვს სამი წიგნი და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდა მრავალ სამეცნიერო კონფერენციაში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ჰუმანიტარული და განათლების მეცნიერებები, ინტერპერსონალური კომუნიკაციის მეთოდები. არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის მთავარი რედაქტორი.

  • ჰობი, ზოგადი ინტერესები

    მხატვრული ლიტერატურა, ფეხბურთი, რაგბი,

  • კონფერენციები, ტრენინგები და ჯილდოები

    • სტაჟირება „უმაღლესი განათლების ხელმძღვანელთა პროგრამა“ (აშშ);
    • ტრეინინგი:სწავლების თანამედროვე მეთოდები; ტრეინინგი: ადამიანური რესურსების მართვა და
      ხარისხი;
    • ვორქშოფი: „დესტინაციის განვითარება“ სექცია: „ ეფექტური კომუნიკაციების ქსელი“(ოდესა);
    • ვორქშოფი,: „დესტინაციის განვითარება“სექცია: „თანამედროვე კომუნიკაციები და ბიზნეს მოლაპარაკებები“(ბრემენჰაფენი);
    • ვორქშოფი: „მდგრადი დესტინაციის მენეჯმენტი და პოზიციონირება“სექცია: „კომუნიკაცია და პრომოუშენი“(ვარნა);
    • ვორქშოფი: „ეფექტური კომუნიკაცია, როგორც პროდუქტი“ (ბოლცანო);
    • “როგორ ეხმარება ეფექტური კომუნიკაცია ორგანიზაციას?“(კონსტანცა);
    • საერთაშორისო კონგრესი:მიმართულებები უმაღლეს განათლებაში „აკადემიური მეწარმეობა“ (სტამბოლი).