ნინო ბოჭორიშვილი

ნინო ბოჭორიშვილი

ნინო ბოჭორიშვილი სამართლის დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს აფილირებული პროფესორი და სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – ადვოკატი საერთო სპეციალიზიით და არასრულწლოვნამთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული ადვოკატი. საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის – ტრენერი. ნინო ბოჭორიშვილი 2005 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწერებულებებში. იგი, აგრეთვე, საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის – ტრენერი, ატარებს ტრენინგებს ადვოკატობის, მოსამართლეობის და ნოტარიუსობის მსურველთათვის საკონსტიტუციო სამართალსა და საერთაშორისო სამართლში. ნინო ბოჭორიშვილი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. ის გახლავთ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამეცნიერო შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 30-მდე სამეცნიერო სტატიის, რამდენიმე სალექციო კურსის და 1 მონოგრაფიის ავტორი. მას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები, მათ შორის საზღვარგარეთ და მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციაში.

  • კონფერენციები

    მონაწილეობა მიიღო დანიში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „საფუძვლები და კვლევის ტენდენციები“, სადაც წარადგონა მოხსენება – საგანგებო მდგომარეობა და კოვიდ პანდემიით გამოწვეული კრიზისების მართვის სამართლებრივი რეგულირება. (State of Emergency and Legal Regulation of Crisis Management Caused by the Covid Pandemic).

    ХХIV საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციის მასალები „მულტიდისციპლინური აკადემიური ნოტები. სამეცნიერო კვლევა და პრაქტიკა“. პარლამენტის კონტროლი კოვიდ პანდემიის ფონზე (შედარებითი კვლევა), 2022 წელი, მადრიდი, ესპანეთი.

    საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?” ENP და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა

    მონაწილეობა მიიღო შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე: „გლოგალიზაცია, საერთაშორისო სამართალი და თანამედროვე გამოწვევები“ მოხსენება: ასოცირების შეთანხმება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.