ქიტოშვილი ნინო

ქიტოშვილი ნინო

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის და სისხლის სამართლის მაგისტრი, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი. საქართველოს საერთაშორსო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი. ნინო მერვე წელია სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იკავებს აკადემიურ პოზიციას და 10 წელიწადზე მეტია გახლავთ არაფორმალური განათლების ტრენერი. გახლავთ არაერთი კვლევის მონაწილე და კვლევითი პროექტის ავტორი. ასევე, გახლავთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი გრანტებს მფლობელი. ნინოს მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია ქართულ და უცხოურ რეფერირებად ჟურნალებში და აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის სწავლება; მოზარდობის დანაშაული და ოჯახი და მოზარდები. აღნიშნულ თემაზე აქვს მიმდინარე კვლევითი პროექტები და სამომავლო კვლევითი გეგმები. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს