თევდორაძე სოფიკო

თევდორაძე სოფიკო

ბიზნესის მართვის დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს აფილირებული პროფესორი,  ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის მიმართულებით და ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მარკეტინგის და რეკლამის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი.

ს.თევდორაძე 2004 წლიდან ეწევა პედაგოგიურ  საქმიანობას  საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს დაწერებულებებში. იგი, აგრეთვე, ატარებს ტრენინგებსა და მასტერკლასებს ტურიზმისა და მარკეტინგის მიმართულებით.

სოფიკო თევდორაძე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. ის გახლავთ 𝐒𝐜𝐨𝐩𝐮𝐬-ისბაზაში ინდექსირებული ლონდონის მეცნიერებისა და ბიზნესის აკადემიის ციფრული სამეცნიეროჟურნალის – ,,ვირტუალური ეკონომიკა”(𝐕𝐢𝐫𝐭𝐮𝐚𝐥 𝐄𝐜𝐨𝐧𝐨𝐦𝐢𝐜𝐬) და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამეცნიერო შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 20-ზე  მეტი სამეცნიერო სტატიის, რამდენიმე სალექციო კურსის, 1 სახელმძღვანელოს ავტორი და 1 სახელმძღვანელოს თანაავტორი. მას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები, მათ შორის საზღვარგარეთ და მიღებული აქვს მონაწილეობა  არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში.

იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს