რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში
About Course
𝐆𝐈𝐔-ს ტრენინგი პედაგოგებისთვის – რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში.
აღნიშნული ტრენინგის მიზანია:
- გააცნოს მსმენელს პედაგოგიკის თანამედროვე მიმართულებები;
- სასკოლო ასაკის ბავშვის ფიზიკური, სოციალური, ფსიქო-ემოციური განვითარების საჭიროებები და ქცევითი თავისებურებები;
- სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები და მათი მართვის სტრატეგიები.
ტრენინგი შედგება ორი მოდულისგან:
- პედაგოგიკა და სასკოლო ასაკის ბავშვის თავისებურებები/განვითარების საჭიროებები;
- სასკოლო ასაკის ბავშვთა ქცევის თავისებურებები და მათი მართვა.
ტრენინგზე განიხილება შემდეგი თემები:
- სასკოლო ასაკის განვითარების ეტაპები, საჭიროებები და სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში პედაგოგიკის როლი.
- ქცევის სირთულეები და მართვის სტრატეგიები.
- მოსწავლეთა სწავლის თავისებურებები და ინტერესები.
აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში ტარდება:
- მოდიფიცირებული ლექცია
- პრეზენტაცია, ჩვენება
- დისკუსია
- ინდივიდუალური მუშაობა
- სიმულაცია
- ჯგუფური მუშაობა
დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ რეგისტრაცია!