GIU-სა და კომპანია PB Services Georgia-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-სა და კომპანია PB Services Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს რექტორმა ელი ელისაშვილმა და PB Services Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა რატი აბაშმაძემ.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ჯიუ-ს სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტაჟირებას, დასაქმებას და ერთობლივ პროექტებზე მუშაობას.


PB Services Georgia წარმატებული ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერასა და საინვესტიციო კონსულტირებაში სპეციალიზდება.

კომპანია უცხოურ კომპანიებს და ინვესტორებს სთავაზობს სრულ სერვისს – იურიდიული და საბუღალტრო დახმარებიდან საინვესტიციო დაგეგმვასა და ბიზნესის ოპტიმიზაციამდე.

გამოცდილი გუნდი, საერთაშორისო ხედვა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა PB Services-ს აქცევს საიმედო პარტნიორად. ჯიუ-ს სტუდენტებს კი, რეალურ პროექტებში ჩართულობით, ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და პროფესიულ განვითარებაში კონკურენტულ უპირატესობას სთავაზობს.

#მემორანდუმი #ჯიუ #აირჩიე143#საქართველოსსაერთაშორისოუნივერსიტეტი