GIU-ს ადმინისტრაციისთვის ტრენინგი ,,მრავალფეროვნება, თანასწორობა და ჩართულობა” ჩატარდა - GIU

2024 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლებს მასპინძლობდა.

ტრენინგის თემა იყო  ,,მრავალფეროვნება, თანასწორობა და ჩართულობა”.

ტრენერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: მრავალფეროვნება და ჩართულობა; ეთნიკური წარმომავლობა და ეთნოსები საქართველოში; რელიგიისა და რწმენის სხვადასხვა განზომილებები; სტერეოტიპები; რა არის მიკერძოება და რა ხდება როდესაც ვაკონტროლებთ მიკერძოებას; რა არის დისკრიმინაცია; დისკრიმინაციის ტიპები და დისკრიმინაციის შედეგები.

ტრენინგი  ძალზედ საინტერესოდ და ინტერაქტიულ  ფორმატში წარიმართა.

შეხვედრის დასასრულს ტრენერებმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.