22 იანვარს, 16:00 საათზე GIU გიწვევთ ვორქშოფზე: ,,შფოთვითი მდგომარეობები – როგორ მუშაობს შფოთვა და როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს”.
თანამედროვე სტუდენტური ცხოვრება ხშირად დაკავშირებულია სტრესთან და შფოთვასთან. აღნიშნული ვორქშოფი მიზნად ისახავს შფოთვის უკეთ გააზრებას, მისი მექანიზმების გაცნობას და პრაქტიკული თვითრეგულაციის უნარების განვითარებას.
ვორქშოფის მიზნები:
• შფოთვის სოციალიზაცია და ნორმალიზაცია
• შფოთვის ბიო-ფსიქო-სოციალური მექანიზმის გაგება
• საკუთარი შფოთვის ამოცნობა და დასახელება
• მოკლევადიანი თვითრეგულაციის პრაქტიკული უნარების სწავლა
ვორქშოფის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
• ახსნას, რა არის შფოთვა და რატომ ჩნდება
• განასხვაოს ნორმალური შფოთვა და შფოთვითი აშლილობა
• ამოიცნოს საკუთარი შფოთვის ფიზიკური, კოგნიტური და ქცევითი ნიშნები
• გამოიყენოს მინიმუმ 2 ეფექტური თვითრეგულაციის ტექნიკა
• იცოდეს, როდის და სად უნდა მიმართოს პროფესიონალს
ვორქშოფი არ წარმოადგენს კლინიკურ თერაპიას და ტარდება დახურულ ფორმატში მხოლოდ GIU-ს სტუდენტებისთვის. ის ქმნის უსაფრთხო სივრცეს ცოდნის მისაღებად, გამოცდილების გასაზიარებლად და პრაქტიკული უნარების განსავითარებლად.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/gFoeMwYvhgmDzrZ99