საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტები სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერული სამსახურის ხელშეწყობით ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდული ბანაკი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით.
აღნიშნული ბანაკის მიზანი იყო:
• ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია;
• ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა;
• არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა;
• ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა;
• ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;
• პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
ბანაკში მონაწილოების მიღება იყო სრულად დაფინანსებული. დიდი მადლობა ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი პროექტისთვის და ჯიუ-ს სტუდენტებს აქტიურობისთვის.