
𝐆𝐈𝐔-ს ფოტოკონკურსი აბიტურიენტებისთვის! საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ფოტოკონკურსს: ,,მე აბიტურიენტი”

თუ აბიტურიენტი ხარ და გსურს ჩაერთო სახალისო, კრეატიულ და ახალი იდეებით დატვირთულ
#ფოტოკონკურსში, გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პირობებს:

ფოტო უნდა იყოს ფერადი;

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ 𝟐𝟎𝟐𝟒 წლის აბიტურიენტებს;

საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას;

ფოტოს გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა და სხვ.);

თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ფოტო;

ფოტო უნდა იყოს ჰორიზონტალური ფორმის;

წარმოდგენილ ფოტოზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ კონკურსანტს (არ უნდა იყოს ინტერნეტიდან აღებული ფოტო და ა.შ.);

ჯგუფური ნამუშევარი არ მიიღება (ნამუშევარი უნდა იყოს ინდივიდუალური და არა ჯგუფური).

საკონკურსო ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტით 𝟐𝟓 მაისამდე შემდეგ მისამართზე: marketing@giu.edu.ge

გამოგზავნილ წერილში აუცილებელია მიუთითოთ:

თქვენი სახელი და გვარი

მობილური ტელეფონის ნომერი

ელექტრონული ფოსტის მისამართი

ფოტოს სათაური და მისი აღწერა

კონკურსანტი, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში (მათ შორის ფოტოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებაზე).

ფოტოები 𝟐𝟕 მაისს განთავსდება უნივერსიტეტის Facebook გვერდზე.

𝟏𝟎 ივნისს გამოვლინდება 𝟓 საუკეთესო ფოტოს ავტორი, რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები. 𝟑 ნამუშევარი აირჩევა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მოწონებით, ხოლო 𝟐 ნამუშევარი – უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრების მიერ.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: +995 599 582 961
ჯიუ გისურვებთ წარმატებებს!