მოგზაურთა კლუბი

სტუდენტური მოგზაურთა კლუბი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში 2023 წლის სექტემბრის თვიდან ფუნქციონირებს.

მოგზაურთა კლუბის მიზანია,  სტუდენტებისთვის დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა თემატიკაზე მომზადებულ შემეცნებით კონკურსებს. ასევე, განახორციელოს ლაშქრობები, ექსკურსიები, შიდა და გასვლითი ტურები საქართველოს მასშტაბით.

შესაბამისად, კლუბი აერთიანებს სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  მოგზაურობითა და, ზოგადად,  სხვადასხვა კუთხეების შესწავლით, ისტორიით, კულტურით,  ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებათა  გაცნობით.

ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს, სალექციო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა, შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკაში გადაიტანონ და გამოავლინონ ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია ტურიზმით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

მოგზაურთა კლუბში გაერთიანებით ფორმირდება სტუდენტების სამოქალაქო აქტიურობის ფორმები და ჯანსაღი ცხოვრების წესის  პრინციპები.

კლუბის წევრებს ხშირად სტუმრობენ ტურიზმის დარგის პრაქტიკოსი, გამოცდილი კვალიფიციური  სპეციალისტები. რომლებიც, სტუდენტებს უტარებენ ტრენინგებს, მასტერკლასებს.  თავის მხრივ, სტუდენტები  მათთან ერთად განიხილავენ ტურიზმის  ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს, არსებულ ვითარებას  და სამომავლო პერსპექტივებს.