კერძო სამართალი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც B2 დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საკითხები/ტესტები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად უზრუნველყოფს უცხო ენის გამოცდას ინგლისურ ენაში.
პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის სხვა სამაგისტრო პროგრამის ან სხვა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა შიდა/გარე მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
2250 ლარი | სწავლის გადასახადის გაყოფა შესაძლებელია 4 ნაწილად
სამართალი 0421
- გამოცდა სპეციალობაში (შერეული ფორმა – წერა და ზეპირი) – 04 სექტემბერი
- ინგლისური ენის გამოცდა (ტესტირება, გასაუბრება) – 05 სექტემბერი
- საბუთების მიღების ვადა – 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით (ადგილზე, ან ონლაინ)
- შიდა გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 08 სექტემბერს
- გასაჩივრების თარიღები – 09-11 სექტემბერი
- ხელშეკრულების გაფორმება/ჩარიცხვა – არაუგვიანეს 15 სექტემბრისა
კერძო სამართალი
მაგისტრატურა
VII
კერძო სამართლის მაგისტრი
ქართული
120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
რომან შენგელია - სამართლის დოქტორი, პროფესორი
მზად ხართ გახდეთ ჩვენი სტუდენტი?
სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნები
მაგისტრატურის ძირითადი მიზნები:
- მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
- სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება:
- კვალიფიკაციის ამაღლება.
- უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე მიღებული სპეციალობის შეცვლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
მაგისტრატურამ უნდა უზრუნველყოს ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც:
ფლობს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, სპეციალობის შესაბამის კომპეტენციებს და მზად იქნება დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური პროფესიული საქმიანობისათვის;
იქნება კონკურენტუნარიანი შრომის შიდა და გარე ბაზარზე.
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
- უცხო ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დადასტურება დადგენილი სერტიფიკატით ან გამოცდით.
საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებით
საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ECTS -ის 120 კრედიტის დაგროვებას. 1 კრედიტი = 25-30 ასტრონომიულ საათს, 1 ასტრონომიული საათი = 60 წთ. კრედიტი ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტი დროის ერთეულში (სთ.) ასახავს სამუშაოს იმ მოცულობას, რომელიც საჭიროა სტუდენტის მიერ პროგრამის ერთი კომპონენტის ასათვისებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.
ერთი სასწავლო წელი შედგება ორი, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან, მოიცავს 43 კვირას, მათ შორის 38 სასწავლო და სასესიო კვირას, 4 კვირას დამატებითი გამოცდებისათვის (2 კვირა თითოეულ სემესტრში), 1 კვირას საშობაო არდადაგებისათვის.
სემესტრის განმავლობაში მაგისტრანტმა სასურველია დაძლიოს საშუალოდ 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში – 60 კრედიტი, თუმცა, პროგრამის სპეციფიკიდან და სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.
საბუთების ჩამონათვალი და მიღების პროცედურა
- განცხადება რექტორის სახელზე;
- ფერადი ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი, (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).