რექტორი

გიორგი მათიაშვილი

რექტორი, პროფესორი

ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU საერთაშორისო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ფუნქციონირებს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის ქოლგის ქვეშ, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები და მასშტაბები.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი 14 წელია ფუნქციონირებს, იგი მყარ ტრადიციებზე გახლავთ აღმოცენებული და ავითარებს წლების მანძილზე ჩვენი საზოგადოებისათვის მისაღებ იმ ეროვნულ თუ საერთაშორისო საგანმანათლებო იდეებსა და პრინციპებს, რომლებსაც ამკვიდრებდა უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი გურამ თავართქილაძე. ამასთან ერთად, ნერგავს თანამედროვე განათლებისათვის აქტუალურ ინოვაციებს.

  • გამოცდილების გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო არეალის გაფართოების, აკადემიური მობილობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით, ინტენსიური, საქმიანი ურთიერთობების დამყარება საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
  • სასწავლო პროცესში პროფესორ-მასწავლებელსა და სტუდენტს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამკვიდრება;
  • სწავლების თნამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სტუდენტის მიერ თეორიული მასალის შინაარსის უკეთ გააზრება და მისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • სტუდენტების პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების მიზნით, აქტიური, საქმიანი ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ კერძო სტრუქტურებთან;
  • სტუდენტებში იმ ძირითადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომლებიც დაეხმარებათ კურსდამთავრებულებს ინოვაციური განვითარების, თავისი ცოდნის გაფართოების, სრულყოფისა და კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის საქმეში;
  • დასაქმების შემდგომ კურსდამთავრებულებთან აქტიური ურთიერთობების გაგრძელება, მათი კარიერული წინსვლისათვის პროფესიული კონსულტაციების გაწევა;
  • უნივერსიტეტში კორპორატიული სულისკვეთების დამკვიდრება-განმტკიცება და ერთიანი საქმის წარმატებით განხორციელების იდეის ირგვლივ გაერთიანება და ერთსულოვნება;
  • კომფორტული პიროვნული ერთიერთობების პარალელურად სწავლისა და შრომის კომფორტული მატერიალური პირობების შექმნა.

იმედს გამოვთქვამ, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, თითოეული თანამშრომლის, ჩვენი ადგილობრივი თუ უცხოელი პარტნიორებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა უნივერსიტეტის წარმატებული საქმიანობის მყარი გარანტია იქნება.

გახსოვდეთ, ჩვენთან მიღებული განათლება თქვენი წარმატების მყარი საფუძველია.

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

გიორგი მათიაშვილი
რექტორი, პროფესორი