GIU აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) აცხადებს ვაკანსიას — საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები და კომპეტენციები

  • უცხოელი სტუდენტების სასწავლო-ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანად მართვა;
  • უცხოელი სტუდენტების სასწავლო და საგამოცდო ცხრილების მომზადება, კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან;
  • შესაბამისი წარდგინებების პროექტების მომზადება სტუდენტთა სტატუსის შეჩერება/აღდგენა/გამოცდებზე დაშვების შესახებ;
  • უცხოელი სტუდენტების მოძრაობის მონიტორინგი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
  • უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სტუდენტთა კონსულტირება მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე;
  • თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან სტუდენტური ვიზების, დოკუმენტებისა და სტატუსის საკითხებზე;
  • ანგარიშგება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან აკადემიური პროცესების მიმდინარეობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების ადმინისტრირება, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები ან თან მსგავსი მიმართულება);
  • აკადემიურ ან ადმინისტრაციულ საქმიანობაში გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის და საბაზისო ადმინისტრაციული სისტემების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • ძლიერი ორგანიზების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • გუნდურ და მრავალკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებისადმი;
  • მრავალფეროვან და დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი.

განაცხადის წარდგენის პროცედურა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტი შემდეგ მისამართზე: hr@giu.edu.ge

  1. რეზიუმე / CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებაზე გამოიძახებიან მხოლოდ წინასწარ შერჩეული კანდიდატები.