გელაშვილი ინგა

გელაშვილი ინგა

ინგა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური მუშობის ტექნიკების პროგრამის მოწვეული ლექტორი. აღნიშნულ კურსს ინგა კითხულობს როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისრო საფეხურის სტუდეტებისათვის. გარდა ამისა, იგი კითხულობს აკადემიური წერის კურსს ინგლისურენოვან სამაგისტრო საფეხურზე. ამავდროულად, იგი არის ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსისის მოწვეული ლექტორი და ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012 წლიდან ინგა აქტიურად თანამშრომლობს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან. სხვადასხვა დროს იგი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და მონიტორინგის ექსპერტ-მონიტორი, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ინგლისური ენის ჯგუფის წევრი, გრიფირების მინიჭების კომისიის წევრ-რეცენზენტი. ამ ეტაპზე ინგა იკავებს უცხო ენის საგნობრივი მიმართულების ექსპერტის პოზიციას სასკოლი კურიკულუმების განვითარებისა და დანერგვის პროგრამაში.

ამასთან ერთად, ინგა არის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნოერობრივი ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. გარდა ამისა, ინგა მუშაობს PH International და მასწვლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროგრამების ტრენერად. იგი აგრეთვე არის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების კომისიის წევრი. 2016 -18 წლებში იყო ინგლისური ენის საკვალიფიკაციო საერთაშორისო გამოცდის – PTE General (Pearson Test of English) გამომცდელი. ინგა საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) წევრი და ტრენერია. 2014 – 19 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ამავე ასოციაციის ქვემო ქართლის განყოფილებას. ამავდროულად, იგი არის ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრიც ( TESOL). ინგას გავლილი აქვს ტრენერთა დახელოვნებისა და ტრენინგ მოდულების წერის კურსი საფრანგეთსა და პორტუგალიაში, მასწავლებელთა გადამზადების ინტენსიური კურსი დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის ენის აკადემიაში და ტრენერთა დახელოვნების კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ( SIT; Georgetown University; World Learning)