RE-DIRECTION

„უმაღლესი განათლების ხელახალი განსაზღვრა ციფრულ კონტექსტში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და პოლიტიკის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საერთო, ინკლუზიურობსა და მდგრადობის ჩარჩოს შექმნით

“RE-DIRECTION“-ის  პროექტი ორიენტირებულია უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ტრანსფორმაციაზე იმისათვის, რომ მან შეძლოს ციფრული ტექნოლოგიების მზარდ ტენდენციებთან ადაპტაცია. პროექტის ფარგლებში იგეგმება ეროვნული აქტორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders) შეხვედრები უკრაინასა და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების განსახილველად. ამ განხილვებს ექნება როგორც ინდივიდუალური, ისე ეროვნული ხასიათი. პროექტის პარტნიორთა მიზანია პერსონალისა და ინსტრუქტორების გადამზადება ახალი, ინოვაციური კურიკულუმის მეშვეობით და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება მაღალმთიან რეგიონებსა და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებში არსებული უსდ-ების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის გამოწვევების შესასწავლად და გადასაწყვეტად. მთლიანობაში, პროექტის პარტნიორები აქცენტს აკეთებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კურიკულუმის მსმენელებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფაზე. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ მსმენელებს სამუშაო ადგილების შესაბამისი უნარების დაუფლებაში, სამუშაო სივრცის დინამიკურად ცვალებადი გარემოს მიმართ ადაპტაციასა და ინოვაციური უნარების ათვისებაში. კონკრეტულად, “RE-DIRECTION“-ის პროექტი აღჭურვავს უკრაინულ და ქართულ უნივერსიტეტებს ინოვაციური სწავლების მეთოდებით, რადგან არსებული კურიკულუმების განახლება მოხდება ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის ღირებულებითი ასპექტებით. 

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში იგეგმება ცვლილებების განხორციელება სამიზნე ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამის მისაღწევად, შეიქმნება მეთოდოლოგიური ჩარჩო, რომელიც დაფუძნებული იქნება სამაგიდო და საველე კვლევებზე. აღნიშნული ნაბიჯით პროექტი ორიენტირებული იქნება მიმდინარე ტენდენციებზე, სოციალური უნარების მოთხოვნებზე, საუკეთესო პრაქტიკასა და ამ მხრივ არსებული ხარვეზებისა და არაეფექტიანობის დადგენაზე. კურიკულუმის განვითარების ფაზაში შეირჩევა როგორც ძირითადი, ისე სპეციალიზებული კურსები, რომლებსაც სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად დაამტკიცებს საკონსულტაციო კომიტეტი.

 

პროექტი ასევე ფოკუსირებული იქნება მაღალმთიან რეგიონებსა და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებში არსებულ უსდ-ებსა და ინსტიტუციებზე, რომლებიც ემსახურებიან მოწყვლად ჯგუფებს/თემებს. კურიკულუმის დამუშავების საპილოტე ფაზაში შეგროვდება მნიშვნელოვანი მონაცემები მაღალმთიან რეგიონებსა და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და იზოლირებულ ადგილებში არსებული სტუდენტების თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის (კავშირგაბმულობის) პრობლემებთან დაკავშირებით. ამ მიგნებების საფუძველზე, პროცესში ჩაერთვებიან დაინტერესებული მხარეები (stakeholders) და პოლიტიკის შემქმნელები ისეთ კრიტიკულ სფეროებთან მიმართებით პოლიტიკის რეკომენდაციების შესაქმნელად, როგორებიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველყოფა (კავშირგაბმულობის პრობლემების მოგვარება), IT ინფრასტრუქტურასთან წვდომა, ინტერნეტ სერვისების პროვაიდერებთან (ISPs) თანამშრომლობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორებიცაა 5G და ზოგადად ქსელური ინფრასტრუქტურა.

 

Re-Direction (CBHE Strand 2: 2023 – 2026), Nrº: 101128509

ჯამური გრანტი: 719 984 €

 

პარტნიორები:

13 უნივერსიტეტი; 2 სამინისტრო, 1 საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია:

გერმანია: კარლშოშულეს უნივერსიტეტი; საკონსულტაციო ორგანიზაცია „BK Consult GmbH“

საბერძნეთი: მეტროპოლიტენის კოლეჯი; პატრასის უნივერსიტეტი

უკრაინა: უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტი; ო. მ. ბეკეტოვის სახელობის ხარკოვის ურბანული ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტი; კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კიევის სამედიცინო უნივერსიტეტი; ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი; დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველო: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოსალოდნელი შედეგები:

 

საკონტაქტო პირები

კოორდინატორი:

დამატებითი ინფრომაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.re-direction.org

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.