სტრატეგია

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სამეცნიერო საქმიანობის განვითარების სტრატეგია

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სამეცნიერო საქმიანობის განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ მიდგომებს, სამეცნიერო საქმიანობის შეფასების პრინციპებს, მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს. სტრატეგია მიზნად ისახავს სამეცნიერო საქმიანობის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლებას, აგრეთვე სწავლება/სწავლის პროცესებში სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის ინტეგრაციის პროცესების გაუმჯობესებას.

უნივერსიტეტი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისას აკადემიურ თავისუფლებას განიხილავს როგორც სახელმძღვანელო პრინციპს; თავის მხრივ, სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული პირები თავიანთი საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით, ხარისხზე ფოკუსირებით, ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობების გაძლიერების მოტივაციით.

უნივერსიტეტი, მისი ფაკულტეტების პროფილების შესაბამისად, წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს პრიორიტეტულ კვლევით მიმართულებებს; კვლევის პრიორიტეტების განსაზღვრის დროს, შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესები და მის წინაშე მდგარი კონკრეტული პრობლემები. კვლევითი პრიორიტეტების განვითარების მიზნით უნივერსიტეტი გამოყოფს ფინანსურ, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს.

უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს სტუდენტთა ინტერესებს, შესაბამისად სამეცნიერო საქმიანობის შედეგები აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული სწავლა-სწავლების პროცესში.

სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანობისთვის უნივერსიტეტი გეგმავს ითანამშრომლოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, კვლევით ინსტიტუციებთან, კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან, რათა შეძლოს ერთობლივი კვლევების განხორციელება ან მათში მონაწილეობის მიღება.

  • უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის განვითარება, ხარისხის ამაღლება და სამეცნიერო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა ფინანსური რესურსების ეფექტიანი, ეკონომიური და მიზნობრივი გამოყენებით, რაც გულისხმობს დასახული მიზნების მიღწევას დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში და რესურსების კონცენტრაცია უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე;
  • კვლევითი საქმიანობის ხარისხის, ეფექტურობის შეფასება და შეფასების შედეგების გამოყენება უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის;
  • აკადემიური პერსონალის მოტივირება სამეცნიერო საქმიანობის განსახორციელებლად და ამ საქმიანობის შედეგების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტების გამოვლენა, მოტივირება და ყოველმხრივი მხარდაჭერა; ახალგაზრდა თანამშრომელთა სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა;
  • აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის ინტელექტუალური პოტენციალის კომერციალიზაციის პირობების შექმნა.
  • სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზებისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესება;
    სამეცნიერო ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდა) დაგეგმვა, ჩატარება;
  • სამეცნიერო შრომათა კრებულების, მონოგრაფიების, ჟურნალების გამოცემის უზრუნველყოფა;
  • აკადემიური პერსონალის ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა მიმდინარე და დაგეგმილ სამეცნიერო ღინისძიებებთან დაკავშირებით მ.შ.ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების პროგრამების/პროექტების შესახებ საქმიანობის;
  • აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის ადმინისტრაციული (პროგრამების, პროექტების მომზადების ხელშეწყობა) და ფინანსური მხარდაჭერის ზრდა;
  • აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის წახალისების სისტემის შექმნა; მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემუშავების, კონკურსისა და შიდა გრანტის მოპოვების წესის შემუშავება; კონკურსების გამოცხადება, პროექტების შერჩევა; საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხარისხის ამაღლება, სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობებში ჩართვა და ადმინისტრაციულ-ფინანსური მხარდაჭერის ზრდა;
  • სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის შეფასების მექანიზმების/კრიტერიუმების დანერგვა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სამეცნიერო საქმიანობის განვითარების სტრატეგიის 2023 წლის დოკუმენტი სრულად: